weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფთიაქებში, სამალავებიდან 6000-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს

19:14 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევა გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან 6000-მდე მედიკამენტი ამოიღეს.

„მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისსა და ბათუმში, სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 5766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება“, - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი გუნცაძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე. ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევის - 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის - 11 ფაქტი. სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]